![background image](https://i.helpdoc.net/Nokia X2 02/ka/Nokia X2 02_ka031.png)
FM გადამცემის შესახებ
FM გადამცემით შეგიძლიათ დაუკრათ სიმღერები ტელეფონში, თავსებადი FM
მიმღების გამოყენებით, როგორიცაა მანქანის რადიო ან სახლის
სტერეოსისტემა.
შენიშვნა: FM გადამცემის გამოყენება შეიძლება შეზღუდული იყოს
ზოგიერთ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით
ადგილობრივ ოფიციალურ წარმომადგენლებს და ეწვიეთ საიტს www.nokia.com/
fmtransmitter.
FM გადამცემის სამუშაო დისტანცია არის 3 მეტრამდე (10 ფუტამდე). გადაცემა
შეიძლება შეაფერხოს ისეთმა დაბრკოლებებმა, როგორიცაა კედლები, სხვა
ელექტრონული მოწყობილობები, ან საზოგადოებრივი რადიოსადგურები. FM
გადამცემმა შეიძლება გამოიწვიოს ტალღების ზედდება იმავე სიხშირეზე
მომუშავე ახლომდებარე FM მიმღებებთან. ტალღების ზედდების
ასარიდებლად, ყოველთვის მოძებნეთ თავისუფალი FM სიხშირე მიმღებზე,
სანამ გამოიყენებთ FM გადამცემს.
გადამცემის სამუშაო სიხშირის დიაპაზონია 88,1-დან 107,9 მეგაჰერცამდე.
მუსიკა და აუდიო
31
![background image](https://i.helpdoc.net/Nokia X2 02/ka/Nokia X2 02_ka032.png)
FM გადამცემს ვერ გამოიყენებთ, როდესაც მიერთებულია გარნიტურა ან
ტელევიზიის კაბელი.