დაიცავით აპარატი მავნე შინაარსისგან
აპარატი შეიძლება დაინფიცირდეს ვირუსითა და მიიღოს სხვა მავნე ელემენტები. მიიღეთ უსაფრთხოების შემდეგი
ზომები:
•
სიფრთხილე გმართებთ წერილების გახსნის დროს. ისინი შეიძლება შეიცავდეს მავნე პროგრამას, ან შეიძლება
სხვაგვარად დააზიანოს თქვენი მოწყობილობა ან კომპიუტერი.
•
ფრთხილად იყავით დაკავშირების მოთხოვნებზე თანხმობის მიცემის, ინტერნეტში ბრაუზინგის ან
ჩამოტვირთვების დროს. არ მიიღოთ Bluetooth დაკავშირება იმ წყაროდან, რომელსაც არ ენდობით.
•
მხოლოდ ის მომსახურებები გამოიყენეთ და ის პროგრამები დააინსტალირეთ, რომელთაც ენდობით და
რომლებიც გთავაზობთ უსაფრთხოებისა და დაცვის ადექვატურ საშუალებებს.
•
თქვენს მოწყობილობაზე და მასთან მიერთებულ კომპიუტერზე დააინსტალირეთ ანტივირუსული ან სხვა
დამცავი პროგრამები. მხოლოდ ერთი ანტივირუსული პროგრამა გამოიყენეთ ერთ ჯერზე. კიდევ სხვა
ანტივირუსის გამოყენებამ შეიძლება იმოქმედოს აპარატის და/ან კომპიუტერის მუშაობაზე.
•
სიფრთხილე გმართებთ, როდესაც ხსნით თქვენს მოწყობილობაზე წინასწარ დაინსტალირებულ სანიშნეებსა
და ბმულებს მესამე მხარის ინტერნეტ-საიტებზე. Nokia არანაირ მოვალეობას ან პასუხისმგებლობას არ იღებს
ამგვარ საიტებთან დაკავშირებით.