იზრუნეთ თქვენს აპარატზე
იზრუნეთ თქვენი აპარატის, კვების ელემენტის, დამტენის და აქსესუარის მოვლაზე. შემდეგი რჩევები
დაგეხმარებათ საგარანტიო პირობების დაცვაში.
პროდუქტი და ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ
37
•
არ დაასველოთ მოწყობილობა. ატმოსფერული ნალექი, სინესტე და ყველა სახის სითხე თუ ნესტი შეიძლება
შეიცავდეს მინერალებს, რომლებიც იწვევს ელექტროსქემების დაჟანგვას. თუ მოწყობილობა დაგისველდათ,
მოხსენით კვების ელემენტი და გააშრეთ.
•
არ გამოიყენოთ და არ შეინახოთ მოწყობილობა მტვრიან ან ჭუჭყიან ადგილებში. მოძრავი ნაწილები და
ელექტრონული კომპონენტები შეიძლება დაზიანდეს.
•
არ შეინახოთ მოწყობილობა მაღალ ტემპერატურებზე. მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს
აპარატის მუშაობის ხანგრძლივობის შემცირება, კვების ელემენტის დაზიანება და ზოგიერთი პლასტმასის
ნაწილის დეფორმაცია ან დნობა.
•
არ შეინახოთ მოწყობილობა დაბალ ტემპერატურებზე. როდესაც აპარატი გათბება მისთვის ნორმალურ
ტემპერატურამდე, მოწყობილობის შიგნით შეიძლება გაჩნდეს ნესტი და დაზიანდეს ელექტრონული
სქემები.
•
არ შეეცადოთ გახსნათ მოწყობილობა, მომხმარებლის სახელმძღვანელოში მოცემული ინსტრუქციის
დაუცველად.
•
ნებადაურთავი მოდიფიკაციების გამოყენებით შეიძლება დაზიანდეს მოწყობილობა და დაირღვეს
რადიომოწყობილობების გამოყენების შესახებ დებულებები.
•
არ დააგდოთ, არ დაარტყათ და არ შეანჯღრიოთ მოწყობილობა. უხეში მოპყრობით შეიძლება დაზიანდეს
ელექტროსქემის დაფა და მექანიზმები.
•
ამ მოწყობილობის ზედაპირის გასაწმენდად გამოიყენეთ მხოლოდ რბილი, სუფთა, მშრალი ნაჭერი.
•
არ შეღებოთ მოწყობილობა. საღებავმა შეიძლება გაჭედოს მოძრავი ნაწილები და ხელი შეუშალოს გამართულ
მუშაობას.
•
ოპტიმალური მუშაობისთვის აპარატი დროდადრო გამორთეთ და ამოიღეთ კვების ელემენტი.
•
მოწყობილობა მოარიდეთ მაგნიტსა და მაგნიტურ ველებს.
•
თუ გსურთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მონაცემები უსაფრთხოდ შეინახოთ, ჩაწერეთ ისინი მინიმუმ ორ
განსხვავებულ ადგილზე, მაგალითად, აპარატში, მეხსიერების ბარათზე ან კომპიუტერში, ან ჩაინიშნეთ
მნიშვნელოვანი ინფორმაცია.