ციფრული უფლებების მენეჯმენტის შესახებ
ამ მოწყობილობის გამოყენების დროს დაიცავით ყველა კანონი და პატივი ეცით ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს,
სხვების პირადულობასა და კანონიერ უფლებებს, საავტორო უფლების ჩათვლით. საავტორო უფლებების დაცვა
ხელს უშლის სურათების, მუსიკისა და სხვა შიგთავსის კოპირებას, შეცვლასა და გადაცემას.
შიგთავსის მფლობელებმა შეიძლება გამოიყენონ ციფრული უფლებების მენეჯმენტის (DRM) სხვადასხვა
ტექნოლოგიები, რომ დაიცვან თავიანთი ინტელექტუალური უფლებები, მათ შორის საავტორო უფლებები. ეს
მოწყობილობა იყენებს სხვადასხვა ტიპის DRM პროგრამულ უზრუნველყოფას, რომ გახსნას DRM–ით დაცული
შინაარსი. ამ მოწყობილობით შეგიძლიათ გახსნათ შინაარსი, რომელიც დაცულია ტექნოლოგიით – OMA DRM 1.0. თუ
რომელიმე DRM ვერ იცავს შინაარსს, შინაარსის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს ასეთი DRM პროგრამული
უზრუნველყოფის წვდომის შეწყვეტა ახალი DRM–ით დაცულ შინაარსზე. უფლების შეწყვეტამ შეიძლება ასევე
შეუშალოს ხელი თქვენს აპარატში უკვე არსებული DRM–ით დაცული ამგვარი შინაარსის განახლებას. DRM
პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების შეწყვეტა არ იქონიებს გავლენას სხვა ტიპის DRM–თი ან DRM–სგან
განსხვავებული პროგრამით დაცული შინაარსის გამოყენებაზე.
ციფრული უფლებების მენეჯმენტით (DRM) დაცულ ელემენტს აქვს ლიცენზია, რაც განსაზღვრავს თქვენს უფლებას
ამ ელემენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.
38
პროდუქტი და ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ
თუ მოწყობილობაში გაქვთ WMDRM-ით დაცული შინაარსი, მეხსიერების დაფორმატების შემთხვევაში დაკარგავთ
როგორც ლიცენზიებს, ასევე შინაარსს. ლიცენზიები და შინაარსი შეიძლება იმ შემთხვევაშიც დაკარგოთ, თუ თქვენს
მოწყობილობაში ფაილები დაზიანდება. ლიცენზიების ან შინაარსის დაკარგვით შეიძლება ვეღარ შეძლოთ თქვენს
მოწყობილობაში მყოფი იმავე შინაარსის შეუზღუდავად გამოყენება. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
თქვენი სერვისის პროვაიდერს.