ტექსტის აკრეფა ტრადიციული მეთოდით
1 განმეორებით დააჭირეთ ციფრის შესაბამის ღილაკს (2-9) სანამ არ
გამოჩნდება სასურველი სიმბოლო.
2 ჩასვით შემდეგი სიმბოლო. თუ იგი იმავე ღილაკზეა, დაიცადეთ სანამ
გამოჩნდება კურსორი, ან გადაიტანეთ კურსორი.
სიმბოლოები იმის მიხედვით გამოჩნდება, თუ რომელი ენა გაქვთ არჩეული
წერის დროს.
კურსორის მოძრაობა
გადაახვიეთ მარცხნივ ან მარჯვნივ.
ზოგადი პუნქტუაციის ნიშნების აკრეფა
განმეორებით დააჭირეთ ღილაკს 1.
სპეციალური სიმბოლოს ჩასმა
დააჭირეთ ვარსკვლავს * და აირჩიეთ სასურველი სიმბოლო.
ინტერვალის ჩასმა
დააჭირეთ ღილაკს 0.